top of page

Inter Active

ინტერ აქტივის დაფუძნებიდან 2019 წელს, კომპანია ცნობილია მისი უპრეცენდენტო ზრუნვით მომხმარებლებზე. ზუსტად ამ ხარისხის სტანდარტმა მოგვცა საფუძველი იმისათვის, რომ გავხდეთ ის ბიზნესი, რომელიც ვართ დღეს

ჩვენ ვთვლით, რომ მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზეა, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ პროდუქტებს და განსაკუთრებულ მომსახურებას. დაგვიკავშირდით დღეს, რომ გაიგოთ უფრო მეტი, თუ რას გთავაზობთ.

Digital art exhibit
ვებსაიტით სარგებლობის წესები და პირობები

 

წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას მომხმარებელს და შპს „ინტერ აქტივი“-ს შორის. შპს „ინტერ აქტივი“ (ს.ნ. 404574974) რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, 0108, ძმები ზუბალაშვილების ქ. N46, შემდგომში მოიხსენება როგორც "Inter Active". Inter Active-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Inter Active-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განიხილება როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი მავალდებულებელი ხელშეკრულება. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Inter Active-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Inter Active-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კონფიდენციალურობის პირობები

 

ვებგვერდზე www.interactive.ge-ზე ვიზიტის დროს მომხმარებელი ვალდებულა გაეცნოს ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს. დროთა განმავლობაში კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გამოქვეყნდება ვებგვერდზე და ასევე გაეგზავნება ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს. ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

 

Inter Active ვალდებულება:

1. დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოება და უსაფრთხოება.

2. გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით.

3. მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაცია შეინახოს კანონმდებლობით და ვებგვერდის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

 

მომხმარებელი ვალდებულება

1. პირადი პროფილი დაიცვას მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელითა და რთულად ამოსაცნობი პაროლოთ.

2. დაიცვასდ მის პროფილში შესასვლელი მონაცემები მესამე პირებისგან. არ გადააგზავნოს და არ გადასცეს აღნიშნული მონაცემები კომუნიკაციის დაუცველი საშუალებებით.

 

Inter Active უფლებამოსილება

1. შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის მონაცემები. მონაცემების შეგროვება ხორციელდება სარეგისტრაციო ფორმის, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაციის დროს.

2. გამოიიყენოს პერსონალური ხასიათის მონაცემები სერვისის, მომხმარებელთან კომუნიკაციის, ახალი პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. Inter Active დაიცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მომხმარებლის ანგარიშის დახურვის შემდეგ კონფიდენციალურ ინფორმაციას Inter Active ინახავს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

3. გააზიაროს პერსონალური ხასიათის მონაცემები საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: შეკვეთის დეტალებ, სახელს, გვარს, მისამართს და საკონტაქტო ნომერს. ასევა Inter Active ვალდებულია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. გადაამისამართოს მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე. Inter Active-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე.

5. არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის ინფორმაციის მოწოდების უფლებამოსილი, არის არასრულწლოვანი ან შემჩნეულია ვებსაიტის პირობების დარღვევაში ეჭვმიტანილი.

6. არ აიღოს პასუხისმგებლობა მესამე პირების მიერ კანონიერი ან უკანონო ქმედებებით პერსონალური მონაცემების მოპოვებაზე.

მომხმარებელი უფლებამოსილია

1. მოსთხოვოს Inter Active-ს მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები ინახება, რა გზით შეგროვდა მონაცემები, მონაცემების შეგროვების მიზანი, მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

2. ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Inter Active-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის საფუძველზე Inter Active ვალდებულია დააკორექტიროს, განაახლოს, დაამატოს ან წაშალოს მონაცემები. მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს. 

პროდუქტის მიწოდების პოლიტიკა

პროდუქტის მიწოდება ხორციელდება შესყიდვის დროს მითითებულ მისამართზე დამატებითი ხარჯების გარეშე. მიწოდების ვადა განისაზღვრება საწყობში პროდუქტის მარაგიდან გამომდინარე, საშუალოდ 10-20 დღის ვადაში. ინფორმაციას სავარაუდო მიწოდების თარიღით მიიღებთ წერილობით შეკვეთის განთავსების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

 

პროდუქტის დაბრუნება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

 

• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;

• პროდუქტი დაზიანებულია;

• მიწოდების ვადა დაირღვა Inter Active-ის მხრიდან;

• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

 

პროდუქტის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ წერილობითი სახით დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე. განაცხადი დაბრუნების მოთხოვნით უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. Inter Active-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით. დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა. დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს Inter Active. პროდუქტის მიღებიდან 14 დღის შემდგომ Inter Active არ იბრუნებს პროდუქტს.

 

თბილისის მასშტაბით ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 48 საათის განმავლობაში. რეგიონების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღეში. მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 15-20 სამუშაო დღეში.

 

უკან დაბრუნების შემდეგ, 48 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ. ქარხნული წუნის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნების ან ნივთის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას გაიგებთ 5 დღის განმავლობაში. თანხის დაბრუნების გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. დაბრუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.

Inter Active-სთან დაკვშირება

 

ვებსაიტის გამოყენების წესებთან და კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით:

დრო: ორ-პარ, 10:00 - 18:00

ტელეფონი: +995 (599) 98 57 16

e-mail: info@interactive.ge

bottom of page